პროექტის შესახებ

მობილური ტექნოლოგიები ბოლო დროს ძალიან სწრაფად ვითარდება.შეიქმნა ძალიან ბევრი ჩინური კომპანიები რომლებსაც შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია მსოფლიო ბრენდებს.ეს ის “ჩინეთი” კი არაა რომელიც   ადრე  პადვალში ძერწავდა “ნოკლებს” და “სუმსუნგებს”.

დღესდღეობით Lenovo,Zte,Xiaomi,Huawei-ის კომპანიები რომლებიც უშვებენ სმარტფონებს და პლანშეტებს  არც თუ ისეთი სუსტი მახასიათებლებით არიან წარმოდგენილი,მათ ჩვენთვის მისაღები ფასებიც გააჩნიათ და მისი ხარისხითაც  არაფრით არ უთმობენ ცნობილ ბრენდებს.

ჩინეთში საქონლის შეძენა ადვილია და თანაც იაფი.რატომ უნდა გადავიხადოთ უფრო მეტი ფული აქაურ მაღაზიებში თუ შეგვიძლია უფრო იაფად გამოვიწეროთ იგივე საქონელი ჩინეთიდან?თქვენ შეიძლება დაგებადათ კითხვა და გარანტია?თუ ტელეფონი ,ბრაკიანი აღმოჩნდება ან ჩემი სიმ კარტით არ იმუშავებს?კი რაღაც გარკვეული რისკი არსებობს ყოველთვის.ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ვებ გვერდი იმისათვის რომ დაგეხმაროთ თქვენ საქონლის  სწორ  არჩევანში.აქ იქნება გამოქვეყნებული პოპულარული და ჩვენთვის მისაღებ ფასში ტექნიკის აღწერილობა და ასევე იქნება მითითებული კარგი და სანდო გამყიდველები და მაღაზიები.