როგორ შევარჩიოთ ჩინური სმარტფონი?
A - ბრენდები

Huawei,Zte,Lenovo,Asus,Xiaomi,Meizu,Oppo,OnePlus,LeEco

მოცემული  კომპანიები,შეიძლება მივაკუთვნოთ  ჩინეთის  მწარმოებელთა  პირველ   ეშელონს,  ისინი  უშვებენ  ტელეფონებს,,   როგორც  საშუალო  ფასიან  სეგმენტს,  ასევე  პრემიალურ   ფლაგმანურ  მოდელებს,  რომლებიც  არაფრით  არ  ჩამოუვარდებიან   განთქმულ  კორეულ  ბრენდებს,  მახასიათებლები  იქნება  შესაბამისად ის,  რაც  განცხადებულია,    უფრო   ხარისხიანი  სოფტი   და  განახლების  გამოშვება მაგათთან  -სავარაუდოა  ამ  კომპანიების  ტელეფონების  ყიდვა, შეიძლება,  როგორც  ალტერნატივა  უკვე  განთქმულ ბრენდებთან,  ხშირად უფრო  ნაკლებ  ფასში  შეიძლება   ვიყიდოთ  უფრო  ძლიერი  ტელეფონი,  მაგრამ  ყიდვისას  უნდა  ვიყოთ  ყურადღებით,  ხშირად  მოდელები  გამოშვებულია ჩინეთის  ადგილობრივი  ბაზრისათვის,  და  მათ  არ  გააჩნია   მულტი ენოვანი   სისტემა  და GOOGLE  სერვისების  მხარდაჭერა,ასევე  უნდა  გავამახვილოთ  ყურადღება  მხარდაჭერილი  სიხშირეების  სიაზე

B - ბრენდები

Oukitel,Zopo,Leagoo,Ulefon,Elephone,Blackview,Cubot,Thl,Doogee,Bluboo,Umi,Vkworld,Coolpad,Infocus,Homtom

მეორე  ეშელონი   წარმოდგენილია მრავალი  კომპანიებით,  რა  განსხვავებაა  მაგათი  პირველისგან?   ეს  კომპანიები  ძირითადად  აწარმოებენ  აპარატებს   დაბალი  და საშუალო  ფასიან  სეგმენტებს,   ამ  აპარატების  ფასები  იწყება  50  დოლარიდან  და პირველი  შეხედვით  ტექ, პარამეტრები,  არც  ისე  ცუდი  აქვთ,  მაგრამ  ძალიან  ხშირად   მწარმოებელი  არაკეთილსინდისიერად  მიუთითებს,  მაგალითად  რეალური  კამერის  რეზოლუცია  შეიძლება  იყოს  5Mp   ,მწარმოებელი  პროგრამულად  ადიდებს,  13Mp–ამდე,  ან ხშირად აჭარბებს  ბატარეის  რეალურ  ტევადობას,   აპარატული  ნაწილის  წუნი,   აქ  ეს  უფრო  სავარაუდოა!   მაგრამ  უნდა  აღვნიშნოთ,  რომ  მაგათ  შორის  გვხვდება   კარგი,  წარმატებული  მოდელები,  ასევე   მოდელის  გამოშვებისას  მწარმოებელი  ხშირად  ისვრის  პროგრამულ მხარდაჭერას!         თუ  თქვენ  შეზღუდული  ბიუჯეტი  გაქვთ,  თქვენ  შეგიძლიათ  შეიძინოთ  ამ  კომპანიების  აპარატები,  მაგრამ  არჩევანის  გაკეთებისას,  იყავით  ყურადღებით!   კარგათ  გაიცანით ამ  მოდელების   მიმოხილვებს  და  შეფასებებს

სხვა

Noname,ყალბი და სხვა

ამ  კატეგორიას   შეიძლება   მივაკუთნოთ  გაყალბებული და უსახელო პროდუქცია,მაგალითად  იმიტაცია Iphone-ს  და სხვა  განთქმული  ბრენდებისა,    ჩინელები   თავიანთი  ბრენდების  კოპირებასაც  აკეთებენ,  შეიძლება  შევხვდეთ  გაყალბებულ  LENOVO  ან  XIAOMI -ს  მოდელებს,  ასეთი  ტელეფონების  ყიდვა  არ  არის  რეკომენდირებული  ყიდვისათვის,  იმის  გამო,  რო  მაგათი  ხარისხი-  დაბალია.

ყველა წარმოდგენილი სმარტფონი გარანტირებულად იმუშავებს ყველა ოპერატორთან საქართველოს ტერიტორიაზე, 3g და 4g სერვისების ჩათვლით, თუ ამაზე ცალკე არ არის მითითებული მოცემული მოდელის აღწერილობაში