შემდგომი სიახლე კომპანია Xiaomi-საგან Xiaomi Redmi 3.სმარტფონი გახლავთ საბიუჯეტო,მაგრამ მიუხედავად ამისა სმარტფონს შეუძლია იტრაბახოს თავისი თხელი მეტალის კორპუსით და ასევე გვაქვს სამი ფერის არჩევანი(შავი,თეთრი და ოქროსფერი).სმარტფონს გააჩნია თანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm-საგან.აქვს HD ეკრანი ოლეოფობური საფარით და 4100mah ტევადობის ბატარეით.გააჩნია ორი სიმკარტა ასევე აქვს მეხსიერების კარტა და აქვს 4G.ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ სმარტფონის ერთ-ერთი კარგი ფუნქცია:ჩამონტაჯებული ინფრაწითელი სენსორის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა(ტელევიზორები,კონდიციონერები პლეერები და სხვა.
ყიდვა მიწოდება.
მოცემული აპარატი ნაყიდი იქნა ალიეკსპრესის სავაჭრო მოედანზე, შეკვეთა გადახდილი იქნა 2016.07. 07 და უკვე 07. 29 ში მიღებული იქნა ფოსტაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ტელეფონი 3 დღე გაჩერებული იქნა ფოსტაში, ფაქტიურედ ტელეფონი გამიგზავნილი იქნა 19 დღეში, კარგათ იყო შეფუთული პოლიეთილენის ბუშტულოვან კონტეინერში.ასე რომ ტელეფონი კარგად იყო დაცული დაზიანებისაგან! მიუხედავათ თხოვნისა, რომ გამყიდველს ეჩვენებინა დეკლარაციაში რეალური ფასი( საბაჟოსთან პრობლემების ასაცილებლად ) მან მაინც უჩვენა, როგორც mp5 და შეაფასა 20$, ასე ,რომ ყიდვისას ჩინელ გამყიდველთან ეს უკვე პლიუსია, მათ შეუძლიათ უჩვენონ ყველა ნაირი ფასი, რაც საშუალებას მოგვცემს ეკონომია გავაკეთოთ საგნის განბაჟებისას(თავიდან ავიცილოთ განბაჟება)აქ უკვე თქვენი გადასწყვეტია,გარისკოთ თუ უჩვენოთ რეალური ფასი!
კომპლეკტაცია
სმარტფონი იგზავნება პატარა კარტონის ყუთში, კომპლექტში შედის თვითონ სმარტფონი, დამტენი მოწყობილობა, usb კაბელი,სიმ ბარათის უჯრის გამოსღები საშუალება და მოკლე ინსტრუქცია ჩინურ ენაზე!
და პატარა ბონუსები გამყიდველისგან – დამცავი შუშა და სილიკონის ჩასადები.
ტექნიკური მახასიათებლები
დიზაინი
აპარატის აწყობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ არის, არც ლიუფტი არის და არც ჭრიჭინი.
პროგრამული ნაწილი
ტელეფონი მუშაობს MIUI 7 ან 8 სისტემის ვერსიაზე, რომელიც დაფუძნებულია ANDROID 5.0.1 -ზე, იმის გამო, რომ ეს მოდელი იყო განკუთვნილი ჩინეთის ბაზრისათვის , მას არ ქონდა საერთაშორისო ოფიციალური სისტემა (ე.წ. ‘პრაშსვკა’), მაგრამ ივლისის ბოლოს Xiaomi-მ გააკეთა ახალი რელიზი, გლობალური საერთაშორისო MIUI 8 6.7.29 რომელშიც არის თარგმანი სხვადასხვა ენებზე, და Google აპლიკაციების მხარდაჭერა და უნდა იმუშაოს განახლებამ ხაერით, იმმათვის, ვინც არ იცნობს მოცემულ სისტემას, ამ ერთი განხილვით ვერ გაიგებს, იმ ძირითად მნიშვნელობებზე, მოკლედ ვთქვათ განსხვავებული ხაზი სუფთა ანდროიდისაგან წარმოადგენს უქონლობა განსხვავებული აპლიკაციების სიისა მთავარ მენიუში.
ტელეფონის ძირითადი ფუნქციაა დარეკოს და მიიღოს ზარები, რასაც ასრულებს ფრიადზე, კავშირი არ იკარგება, მოსაუბრისგან ხმა გვესმის მკაფიოდ და ხმამაღლა! 3G და 4G (1800/2100) მუშაობს რაგორც მაგთი-ზე ასევე ჯეოსელ-ზე. ყურადღება! Beeline 4G არ იმუშავებს,აპარატს არ აქვს 800მგჰ მხარდაჭერა.
სინტეტიკურ ტესტებში სმარტფონი გამოიყურება ასე: Antutu ტესტი 30712 ქულა,Geekbench 553/2435 ქულა, Epic Citadel გვაძლევს Ultra High Quality 42-45კადრს, რეალობაში სმარტფონი შეედრება ნებისმიერ თამაშს, ზოგიერთი მძიმე თამაშებზე უფრო ჯობია დავაყენოთ გრაფიკული პარამეტრები საშუალოზე.
GPS -მუშაობასთან დაკავშირებით შეკითხვები არა გვაქვს, თანამგზავრები- იძებნება სწრაფად, და არ იკარგებიან, GPS მოდულის მუშაობა გათვლილია ,როგორც ამერიკულ GPS ასევე რუსულ GLONASS და ჩინურ BeiDou -სთან, ასევე უნდა ავღნიშნოთ კომპასის არსებობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკეთ ვიმუშაოთ ნავიგაციის პროგრამასთან
მულტიმედიის შესაძლებლობები
კამერა
ძირითადი კამერა იღებს ტელეფონის ფასთან მიმართებაში- კარგად! მზიან დღეს სურათები გამოდის მკაფიო, კარგი ფერების გადაცემით, შენობაში იღებს ნაკლებად კარგად, მაგრამ აქ გვეხმარება ტელეფონის LED განათება, ვიდეო კამერა იღებს FULL HD -ით, 30-კადრი წამში. ვიდეოს გადაღების ხარისხი-საშუალოა,ზოგიერთ- ჯერ ხდება კადრების გამოტოვება,შესაძლებელია ამ პრობლემას მოხსნიან სისტემის განახლებისას.
ფოტო მაგალითები HDR ეფექტით,მაკრო,შენობაში
ბატარეა
ბატარეა არ იხსნება,მართალია მაინც შეიძლება მისი გამოცვლა საკმარისი ცოდნისა და გამოცდილების შემთხვევაში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში სმარტფონი მორალურად მოძველდება და მობეზრდება მფლობელს, ასე რომ თუ ეს მინუსია , მაგრამ არა მნიშვნელოვანი, ბატარეის ტევადობა გვახარებს -4100მა/ს, ეს სადღაც 10-12სთ აქტიური მუშაობაა, თამაშები- 4-5სთ, ვიდეო- 12-14სთ, ეკონომიური მოხმარების შემთხვევაში ტელეფონი მუშა მდგომარეობაში გაძლებს სადღაც 3 დღეს. სმარტფონი იტენება , 0-დან 100 პროცენტამდე– 2,5 საათში, დამტენი იძლევა დენს 1.5-1.7 ამპერს დატენვისას.
დასკვნა
ტელეფონი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, მას ნადვილად არ გააჩნია სუსტი მხარე! შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოდელი- ხიტია!! სხვადასვა ჩინურ მოდელებს შორის( და არა მარტო) ფასით 150$ დოლარამდე. ყიდვისათვის ერთხმად რეკომენდირებულია! მაგრამ პროგესი ერთ ადგილას არ დგას, სანამ ეს ტელეფონი მოდიოდა ჩინეთიდან, მწარმოებელმა უკვე მოასწრო და გამოუშვა განახლებული მოდელი XIAOMI REDMI 3S ძველი მოდელის ფასით. მაგრამ ამ ახალ აპარატზე განხილვა იქნება ცალკე .
იცით უქეთესი სმარტფონი ამ კატეგორიაში? დაწერეთ კომენტარებში!
მოდელი | Xiaomi Redmi3 |
ოპერაციული სისტემა: | Android 5.1 MIUI V7 |
გამოშვების წელი | 2016 |
ზომა | 139.3 x 69.6 x 8.5 мм 144 гр |
ეკრანი | 5″ IPS 1280×720 |
მეხსიერება | 2/16Gb |
პროცესორი | Qualcomm Snapdragon 616 1.5 GGh/Adreno 405 |
კავშირგაბმულობა კომუნიკაცია | GSM (850, 900, 1800, 1900), LTE (1800, 2100, 2600), TD-SCDMA (1880, 1900, 2025, 2100), UMTS (850, 900, 1900, 2100)
არ იმუშავებს Beeline 4G ორი SIM-კარტა nano+microSIM Bluetooth 4.1 WiFi 802.11a,b,g,n GPS,GLONASS |
კამერა | 13მპ მთავარი/წინა 5მპ ავტოფოკუსი,განათება ვიდეო 1080p@30fps |
ბატარეა | 4100 мач |
სხვა | microSD up to 128 Gb G-Sensor განათებისსენსორი, მიახლოების სენსორი microUSB v2.0, USB OTG, InfraRed port |
გადავდივართ სასურველი საქონლის ბმულზე და ვირჩევთ სასურველ პარამეტრებს,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Buy Now
თუ არ გაქვთ მითითებული მიღების მისამართი,აუცილებლად მიუთითეთ.თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი მისამართი და მაშინ საქონელი პირდაპირ საქართველოში იქნება გაგზავნილი და თქვენ შეძლებთ მის აღებას საქართველოს ფოსტაში, ყველანაირი გადახდის გარეშე.
თუ თქვენ იყენებთ რაიმე კერძო გადამზიდ კომპანიას,თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი.
თუ გაქვთ კუპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დააჭიროთ ღილაკს Place Order.
კომენტარში დაწერეთ დამატებითი ფასდაკლების კოდი cooltechbox
შემდგომ თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე.მიუთითეთ თქვენი ბარათის მონაცემები,და არ დაგავიწყდეთ მონიშვნის მოხსნა Save card to Alipay პუნკტზე,თუ არ გსურთ რომ Aliexpress-მა დაიმახსოვროს თქვენი ბარათი.შემდგომ გადაამოწმეთ ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს Pay Now.
თუ თქვენ არ დაუშვით არანაირი შეცდომა,მაშინ თქვენს მიერ არჩეულ საქონელს გამყიდველი გაამზადებს და გამოგიგზავნით ორ სამ დღეში.
როგორც კი თქვენი საქონელი იქნება მიღებული საქართველოს ფოსტით თქვენ მიიღებთ sms ტელეფონზე(აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენს მონაცემებში),შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტის ფილიალში, წარმოადგინოთ დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომ აიღოთ საქონელი.საქონლის ჩამოსვლას უნდება 15-20 დღე გადახდის დღიდან.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში.