Xiaomi Redmi 3 120$

posted in: gesmartphones | 0
Xiaomi Redmi3 განხილვა ტექნიკური მახასიათებლებიროგორ ვიყიდოთ?

შემდგომი სიახლე კომპანია Xiaomi-საგან Xiaomi Redmi 3.სმარტფონი გახლავთ საბიუჯეტო,მაგრამ მიუხედავად ამისა სმარტფონს შეუძლია იტრაბახოს თავისი თხელი მეტალის კორპუსით და ასევე გვაქვს სამი ფერის არჩევანი(შავი,თეთრი და ოქროსფერი).სმარტფონს გააჩნია თანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორი Qualcomm-საგან.აქვს HD ეკრანი ოლეოფობური საფარით და 4100mah ტევადობის ბატარეით.გააჩნია ორი სიმკარტა ასევე აქვს მეხსიერების კარტა და აქვს 4G.ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ სმარტფონის ერთ-ერთი კარგი ფუნქცია:ჩამონტაჯებული ინფრაწითელი სენსორის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა(ტელევიზორები,კონდიციონერები პლეერები და სხვა.

ყიდვა  მიწოდება.

მოცემული აპარატი  ნაყიდი იქნა ალიეკსპრესის  სავაჭრო  მოედანზე,  შეკვეთა გადახდილი  იქნა 2016.07. 07  და უკვე 07. 29 ში   მიღებული იქნა  ფოსტაში,  შეიძლება ითქვას, რომ ის ტელეფონი  3 დღე   გაჩერებული იქნა ფოსტაში, ფაქტიურედ  ტელეფონი გამიგზავნილი იქნა  19 დღეში, კარგათ იყო შეფუთული პოლიეთილენის  ბუშტულოვან  კონტეინერში.ასე რომ ტელეფონი კარგად იყო დაცული დაზიანებისაგან!   მიუხედავათ  თხოვნისა,  რომ გამყიდველს  ეჩვენებინა დეკლარაციაში  რეალური ფასი( საბაჟოსთან  პრობლემების  ასაცილებლად )  მან  მაინც უჩვენა,  როგორც  mp5   და შეაფასა 20$,  ასე ,რომ  ყიდვისას   ჩინელ  გამყიდველთან  ეს  უკვე პლიუსია,   მათ შეუძლიათ უჩვენონ ყველა  ნაირი ფასი, რაც საშუალებას  მოგვცემს ეკონომია გავაკეთოთ საგნის განბაჟებისას(თავიდან ავიცილოთ განბაჟება)აქ უკვე თქვენი გადასწყვეტია,გარისკოთ  თუ უჩვენოთ  რეალური  ფასი!

 

redmi3_pack
track
კომპლეკტაცია

სმარტფონი იგზავნება პატარა კარტონის ყუთში,  კომპლექტში შედის  თვითონ  სმარტფონი,  დამტენი მოწყობილობა, usb კაბელი,სიმ ბარათის უჯრის გამოსღები  საშუალება და მოკლე ინსტრუქცია ჩინურ ენაზე!

და პატარა ბონუსები გამყიდველისგან – დამცავი შუშა და სილიკონის ჩასადები.

redmi3_kompl

ტექნიკური მახასიათებლები
მიუხედავათ იმისა, რომ სმარტფონი  მიეკუთვნება  საბოუჯეტო სეგმენტს,  ტელეფონს გააჩნია  კარგი პარავეტრები. სმარტფონი შექმნილია  64 ბიტიანი  პროცესორის  ბაზაზე  snapdrgon616. ეს 8 ბირთვიანი ჩიპია,  რომელიც  მუშაობს სიხშირეზე  1,7 გგც   – მდე,  ოპერატიული მეხსიერების  მოცულობაა  2 გბ,  შიგა  მეხსიერება-16-გბ, ( მისაწვდომია10-გბ,)      სმარტფონს გააჩნია  2 კამერა,   13mp.  ძირიოთადი,( სენსორი  samsung,ფაზური  ავტოფოკუსი, აპერტურა f 2.0, 5 ლინზა, led განათება,, და ფრონტალური კამერა-5MP.    უჯრაჩი  შეიძლება დაყენდეს  2  ბარათი (მიკრო+ ნანო)   ან 1 სიმ ბარათი+ მეხსიერების  ბარათი  (128 გბ- მდე). ერთდროულად  2 სიმ ბარათისა  და მეხსიერების გამოყენება- არ გამოვა!   სმარტფონი  მხარს უჭერს  ყველა  თანამედროვე  კავშირის   სტანდარტებს GSM/EDGE/CDMA(B2/B3/B5/B8/BCO.  3G…UMTS/WCDMA/TD-SDMA/CDMA2000,1XEV-DO  REV.  (B1/B2/B5/B8/1334/B39DCO  4G –LTECAT.   4 FDD/TDD(B1/B3/B7/B38/B39/B40/B41),უკაბელო  შეერთება  წარმოდგენილია  შემდეგ  ინტერფეისებზე ,BLUETOOH4.1.     WIFI   802.11 B/GN   IK  პორტი. აკუმულატორი  არ იხსნება,  41000მა/ს. სმარტფონის ზომებია 69,6*139,3*8,5მმ, წონა-144  გრამია!
დიზაინი
ორიგინალური დიზაინი,  ალუმინის კორპუსი, რომელიც არ იშლება,  ქვედა  ზედა ნაწილები  შესრულებულია  პლასტმასისგან,   უკანა სახურავზე    რომბისებური  ბადის ნახატი, წინა ნაწილში გვაქვს 5 დიუმიანი  ეკრანი(1280×720  IPS OGS),  ზემოდან სალაპარაკო დინამიკი,  ფრონტალური  კამერა,განათების სენსორი,  ქვემოთ  განლაგებულია  მართვის  სენსორული  ღილაკები განათების  გარეშე და დოიდური  ინდიკატორი(მისაწვდომია 7 ფერი,  რომლის გამართვა  შეიძლება  სხვადასხვა  მოქმედებებზე),  მარჯვენა გვერდზე იმყოფება ჩართვისა  და  ხმის   ღილაკები,    მარცხენა  მხარეზე-  სიმ,  და მეხსიერების  ბარათების  ჩასადები- უჯრა!    მიკრო USB  დატენვისათვის იმყოფება  დაბლა,  მაღლა კი ყურთსასმენების  ჩართვის  3,5მმ ჯეკი, მიკროფონი, და ინფრა ცითელი  სენსორი.

აპარატის  აწყობასთან  დაკავშირებით  პრეტენზია  არ არის, არც ლიუფტი არის  და არც ჭრიჭინი.

 

 

redmi3_view4
redmi3_view2
redmi3_view5
redmi3_view7
პროგრამული ნაწილი

ტელეფონი მუშაობს   MIUI 7 ან 8 სისტემის ვერსიაზე, რომელიც დაფუძნებულია  ANDROID 5.0.1 -ზე, იმის  გამო,  რომ  ეს მოდელი იყო განკუთვნილი  ჩინეთის  ბაზრისათვის  , მას  არ  ქონდა  საერთაშორისო  ოფიციალური  სისტემა (ე.წ. ‘პრაშსვკა’),  მაგრამ  ივლისის  ბოლოს  Xiaomi-მ  გააკეთა  ახალი   რელიზი,    გლობალური საერთაშორისო  MIUI 8  6.7.29 რომელშიც  არის  თარგმანი  სხვადასხვა  ენებზე,  და Google აპლიკაციების  მხარდაჭერა   და უნდა იმუშაოს  განახლებამ  ხაერით,    იმმათვის,  ვინც არ იცნობს  მოცემულ  სისტემას, ამ  ერთი განხილვით   ვერ გაიგებს,  იმ  ძირითად მნიშვნელობებზე, მოკლედ ვთქვათ   განსხვავებული  ხაზი  სუფთა  ანდროიდისაგან   წარმოადგენს  უქონლობა  განსხვავებული   აპლიკაციების  სიისა    მთავარ მენიუში.

 

miui8_2
miui8_3
miui8_4
miui8_1
audio_settings
music_xiaomi

ტელეფონის  ძირითადი  ფუნქციაა  დარეკოს  და  მიიღოს   ზარები,  რასაც  ასრულებს  ფრიადზე,  კავშირი არ იკარგება,   მოსაუბრისგან  ხმა  გვესმის  მკაფიოდ და  ხმამაღლა!    3G და 4G (1800/2100) მუშაობს რაგორც მაგთი-ზე ასევე ჯეოსელ-ზე. ყურადღება! Beeline 4G არ იმუშავებს,აპარატს არ აქვს 800მგჰ მხარდაჭერა.

geocel4g_test
magt4g_test

სინტეტიკურ  ტესტებში  სმარტფონი  გამოიყურება  ასე: Antutu ტესტი   30712 ქულა,Geekbench 553/2435  ქულა, Epic Citadel  გვაძლევს  Ultra High Quality  42-45კადრს, რეალობაში  სმარტფონი  შეედრება    ნებისმიერ  თამაშს, ზოგიერთი  მძიმე  თამაშებზე  უფრო  ჯობია  დავაყენოთ  გრაფიკული  პარამეტრები საშუალოზე.

GPS  -მუშაობასთან  დაკავშირებით  შეკითხვები  არა  გვაქვს,  თანამგზავრები-  იძებნება  სწრაფად, და არ იკარგებიან,   GPS    მოდულის  მუშაობა  გათვლილია  ,როგორც  ამერიკულ  GPS  ასევე  რუსულ    GLONASS  და  ჩინურ BeiDou  -სთან,  ასევე  უნდა  ავღნიშნოთ  კომპასის  არსებობა,  რომელიც  გვაძლევს საშუალებას   უკეთ  ვიმუშაოთ  ნავიგაციის  პროგრამასთან

Screenshot_2016-07-29-19-45-33_com.epicgames.EpicCitadel
Screenshot_2016-07-29-19-33-03_com.antutu.ABenchMark
Screenshot_2016-07-29-19-38-42_com.primatelabs.geekbench

 

მულტიმედიის   შესაძლებლობები
ტელეფონი  უპრობლემოდ  ართმევს თავს ვიდეოს  სხვადასხვა  ფორმატის  აღწარმოებაში,  FULL HD  გაფართოებამდე,  ფერები  წვნიანი  და  მდიდარია,  დამახინჯება  სხვადასხვა  კუთხეების  მიმართ,  არ  არის,  გარე  დინამიკის  ხმა სუფთაა  და ხიხინის  გარეშეა,  შეიძლება  ტელეფონი  გამოვიყენოთ,  როგორც  პლეერი,  ყურთსასმენებში  ხმა  ძალიან  კარგი  და  მკაფიოაა,   სთანდართული  ჩაშენებული  ეკვალაიზერისა და პროფილებით,  სხვადასხვა  ყუთსასმენებზე,  XIAOMI-დან,  შეიძლება  გავმართოთ  ხმის  ჟღერადობა  სხვადასხვა  გემოვნებაზე!    ასევე  არის  გამოსახულების  გადაცემის  ტექნოლოგიის   მხარდაჭერა  -WIDI  MIRACAST-ოთ,     თუ  გვაქვს  თანამედროვე  ჭკვიანი  ტელევიზორი(SMART)  ,შეიძლება  გამოსახულების  გადაცემა  ტელეფონის  ეკრანიდან   ტელევიზორზე,  WIFI-ის  მეშვეობით!  ტელეფონს  აქვს  ინფრა წითელი  სენსორი,  რომლის  მეშვეობით  პროგრამა  MIREMOTE-ს გამოყენებით  ,  შეიძლება  ვმართოთ  სხვადასხვა   საყოფაცხოვრებო  ტექნიკა, ტელევიზორი,  პლეერი,  კონდიციონერი,  ფოტოაპარატი  და სხვა,,,, ახლა თქვენ   შეგიძლიათ  იჯდეთ  სადმე  კაფეში  და ტელეფონის  მეშვეობით  აუწიოთ  ან  დაუწიოთ   მომუშავე  ტელევიზორს, ხმა!                      
miremote_1
miremote_2

 

კამერა

ძირითადი  კამერა  იღებს ტელეფონის  ფასთან  მიმართებაში-  კარგად!   მზიან  დღეს  სურათები  გამოდის  მკაფიო, კარგი ფერების  გადაცემით,   შენობაში  იღებს  ნაკლებად  კარგად,  მაგრამ  აქ  გვეხმარება  ტელეფონის  LED  განათება,   ვიდეო  კამერა  იღებს  FULL HD -ით,  30-კადრი  წამში. ვიდეოს  გადაღების  ხარისხი-საშუალოა,ზოგიერთ- ჯერ  ხდება კადრების  გამოტოვება,შესაძლებელია  ამ  პრობლემას  მოხსნიან  სისტემის   განახლებისას.

IMG_20160801_133813
IMG_20160802_174312
IMG_20160802_165338
IMG_20160801_135819_HDR
IMG_20160802_174352_HDR
IMG_20160801_135935_HDR

ფოტო მაგალითები HDR ეფექტით,მაკრო,შენობაში

ბატარეა

ბატარეა  არ იხსნება,მართალია  მაინც  შეიძლება  მისი  გამოცვლა  საკმარისი  ცოდნისა  და  გამოცდილების    შემთხვევაში,  მაგრამ  ამ  ხნის  განმავლობაში  სმარტფონი  მორალურად  მოძველდება  და  მობეზრდება  მფლობელს,  ასე რომ თუ  ეს მინუსია  ,  მაგრამ  არა მნიშვნელოვანი,   ბატარეის  ტევადობა  გვახარებს  -4100მა/ს,  ეს სადღაც   10-12სთ  აქტიური  მუშაობაა,   თამაშები- 4-5სთ,  ვიდეო- 12-14სთ,   ეკონომიური  მოხმარების  შემთხვევაში  ტელეფონი  მუშა  მდგომარეობაში  გაძლებს  სადღაც  3  დღეს.  სმარტფონი  იტენება  ,  0-დან    100 პროცენტამდე–  2,5 საათში,  დამტენი  იძლევა  დენს 1.5-1.7 ამპერს დატენვისას.

redmi3_battery
redmi3_battery3

დასკვნა

ტელეფონი  გამოვიდა  საკმაოდ დაბალანსებული,  მას  ნადვილად არ გააჩნია  სუსტი  მხარე!    შეიძლება  ვთქვათ,  რომ  ეს  მოდელი-  ხიტია!!  სხვადასვა  ჩინურ  მოდელებს  შორის( და  არა მარტო)  ფასით 150$  დოლარამდე. ყიდვისათვის  ერთხმად  რეკომენდირებულია!     მაგრამ  პროგესი  ერთ  ადგილას  არ  დგას,  სანამ ეს ტელეფონი  მოდიოდა  ჩინეთიდან,  მწარმოებელმა  უკვე  მოასწრო  და  გამოუშვა  განახლებული  მოდელი    XIAOMI REDMI 3S    ძველი  მოდელის  ფასით.    მაგრამ   ამ ახალ   აპარატზე    განხილვა იქნება  ცალკე .

იცით უქეთესი სმარტფონი ამ კატეგორიაში? დაწერეთ კომენტარებში!

მოდელი Xiaomi Redmi3
ოპერაციული სისტემა: Android 5.1 MIUI V7
გამოშვების წელი 2016
ზომა 139.3 x 69.6 x 8.5 мм 144 гр
ეკრანი 5″ IPS 1280×720
მეხსიერება 2/16Gb
პროცესორი Qualcomm Snapdragon 616 1.5  GGh/Adreno 405
კავშირგაბმულობა კომუნიკაცია GSM (850, 900, 1800, 1900), LTE (1800, 2100, 2600), TD-SCDMA (1880, 1900, 2025, 2100), UMTS (850, 900, 1900, 2100)

არ იმუშავებს Beeline 4G

ორი SIM-კარტა nano+microSIM

Bluetooth 4.1 WiFi 802.11a,b,g,n GPS,GLONASS

კამერა 13მპ მთავარი/წინა 5მპ ავტოფოკუსი,განათება ვიდეო 1080p@30fps
ბატარეა 4100 мач
სხვა microSD up to 128 Gb G-Sensor განათებისსენსორი, მიახლოების სენსორი microUSB v2.0, USB OTG, InfraRed port
ვრეგისტრირდებით Aliexpress.com ის ვებ-გვერდზე,თუ თქვენ გაქვთ Facebook ან Google აკაუნტი,მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მათი საშუალებით.

გადავდივართ სასურველი საქონლის ბმულზე და ვირჩევთ სასურველ პარამეტრებს,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Buy Now

თუ არ გაქვთ მითითებული მიღების მისამართი,აუცილებლად მიუთითეთ.თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი მისამართი და მაშინ საქონელი პირდაპირ საქართველოში იქნება გაგზავნილი და თქვენ შეძლებთ მის აღებას საქართველოს  ფოსტაში, ყველანაირი გადახდის გარეშე.

თუ თქვენ იყენებთ რაიმე კერძო გადამზიდ კომპანიას,თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი.

თუ გაქვთ კუპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დააჭიროთ ღილაკს  Place Order.

კომენტარში დაწერეთ დამატებითი ფასდაკლების კოდი cooltechbox

შემდგომ თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე.მიუთითეთ თქვენი ბარათის მონაცემები,და არ დაგავიწყდეთ მონიშვნის მოხსნა  Save card to Alipay პუნკტზე,თუ არ გსურთ რომ Aliexpress-მა  დაიმახსოვროს თქვენი ბარათი.შემდგომ გადაამოწმეთ ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს Pay Now.

თუ თქვენ არ დაუშვით არანაირი შეცდომა,მაშინ თქვენს მიერ არჩეულ საქონელს გამყიდველი გაამზადებს და გამოგიგზავნით ორ სამ დღეში.

როგორც კი თქვენი საქონელი იქნება მიღებული საქართველოს ფოსტით თქვენ მიიღებთ sms ტელეფონზე(აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენს მონაცემებში),შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტის ფილიალში, წარმოადგინოთ დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომ აიღოთ საქონელი.საქონლის ჩამოსვლას უნდება  15-20 დღე გადახდის დღიდან.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში.

დამატებითი ფასდაკლება
თუ თქვენ გადაწყვიტეთ სმარტფონის ყიდვა, დამატებითი ფასდაკლების მისაღებად თანხის გადახდამდე მიუთითეთ კომენტარებში თქვენი შეკვეთის ნომერი