ახალი იაფფასიანი ტვ ბოქსი Nexbox a95x დაფუძნებულია Amlogic s905x ოთხბირთვიან პროცესორზე. წარმოდგენილია Android 6.0, Vp9 კოდეკის და HDR მხარდაჭერა.
ტვ ბოქსის სიმძლავრე საკმარისია HD ხარისხის ფილმებს სანახავად ფლეშკიდან,მყარი დისკიდან ან ონლაინ კინოტეატრიდან.
გაყიდვაში წარმოდგენილია ორი ვერსია 1 ან 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით.
რა შეუძლია ამ პატარა კოლოფს?
ტვ ბოქსის NEXBOX a95X 1/8gb Android 6.0 განხილვა
ტექნიკური მახასიათებლები
მოწოდების კომპლექტი
ტელევიზორთან შეერთება
მართვა
მუშაობა ვიდეოსთან
ქსელური ინტერფეისები
შედეგი
ვიდეო განხილვა
ტექნიკური მახასიათებლები
ამ სახელწოდებოს ქვეშ NEXBOX a95X მწარმოებელმა რატომღაც გამოუშვა რამდენიმე მოდელი ორ სხვადასხვა პროცესორებზე, სხვადასხვა კონფიგურაციებით, RAM და ROM მეხსიერებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა მოწყობილობის არჩევისა, ქვემოთ მოყვანოლ ცხრილში ჩამოთვლილია შესაძლებელი მოდოფიკაციები, და მათი ძირითადიგანსხვავება
მოდელი | A95x | A95x | A95x | A95x |
სისტემა | Android 5.1 | Android 6.0 | Android 6.0 | Android 6.0 |
პროცესორი | Amlogic s905 | Amlogic s905x | Amlogic s905x | Amlogic s905x |
მეზსიერება | 1/8 Gb | 1/8Gb | 2/8 Gb | 2/16 |
დამ.ფუნკციები | – | – | – | Bluetooth Dual band Wifi |
HDR VP9 SPDIF |
HDR VP9 SPDIF |
HDR VP9 SPDIF |
როგოც ჩანს ცხრილიდან არის სხვაობა პროცესორებში და მხარდაჭერა დამატებით კოდეკებს და ინტერფეისებს შორის , უნდა ავღნიშნოთ ,რომ ბლიუტუსი იმყოფება მხოლოდ მოდელებში 2 გბ, ოპერატიული მეხსიერებით, ტესტირებაზე ჩამოვიდა ვერსია 905X. 1გბ, ოპერატიული მეხსიერებით, ეს ტვ, ბოქსები იყიდება ყველა ჩინურ ონლაინ მაღაზიებში, ისინი ხშირად იყიდებიან ფასდაკლებებით, ჩვენ კი დაგვიჯდა 30 დოლარი, ალიექსპრესზე, ამანათი ჩამოვიდა ჩვენთვის მისაღებ დროში, კამათის გახსნა არ მოგვიწია შეფუთვა მისაღებია- ბუშტულოვან პარკში იყო შეფუთული
კომპექტაცია შედგება, თვითონ ტვ, ბოქსისგან, კაბელი HDMI, დისტანციური მართვის პულტი და კვების ბლოკი, პირველი, რაც გვივარდება თვალში არის მისი მინიატურობა, რა თქმა უნდა ესარ არის ტვ. სტიკი მაგრამ ტვ. ბოქსი უბრალოდ დაიმალება ტელევიზორის უკან.
ტელევიზორთან მიერთება
ტვ ბოქსის მიერთება ტელევიზორთან ხდება უბრალოდ HDMI კაბელით, ან 3,5მმ jack to AV(ჯეკი ტიულპანზე) მხედველობაში იქონიეთ, რომ AV კაბელი კომპლექტში არ შედის, დაგჭირდებათ მისი ყიდვა.
ჩატვირთვა იკავებს 20-25 წამს, მძინარე რეჟიმიდან გამოდის მყისიერად, ყველა ბოქსებს პროცესორებზე Amlogic-ისგან გააჩნიათ მსგავსი ინტერფეისი, თუ სურვილი გვაქვს , ლაუნჩერი შეიძლება შევცვალოთ სხვაზე.
სისტემაში ბევრი წინასწარ დაყენებული აპლიკაცია, უმრავლესობა რომელიც არა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. მეხსიერების ეკონომიის თვალსაზრისით შეიძლება მაგათი გაუქმება. სასარგებლოდან შეიძლება აღვნიშნოთ- მედია ცენტ კოდი, YOUTUBE, ფაილების მენეჯერი, GOOGLE PLAY–ს სერვისები დაყენებულია.
მართვა
ტვ ბოქსის NEXBOX a95X მართვა შეიძლება სხვადასხვა საშუალებით. პირველი- კომპლექტური პულტით, მას გააჩნია ორი რეჟიმი, ჩვეულებრივი, როცა გადასვლა ხდება მენიუს ნიშნებით ,და თაგვის რეჟიმი, როცა პულტი აკეთებს ემულირებას თაგვის კურსორის მოძრაობას.
პულტით მართვა შეიძლება , მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ზოგიერთ პროგრამები, რომლებიც არ არიან ადაპტირებულნი ტვ ბოქსთან. სხვათა შორის პულტს გააჩნია სასწავლო ფუნქცია. ლურჯი კლავიშების ბლოკი შეიძლება დავაპროგრამოთ ტელევიზორის პულტის მართვის ბრძანებებზე, რაც უეჭველად მოსახერხებელია (ინსტრუქცია -როგორ შევასრულოთ, მოცემულია პულტის უკანა ნაწილში)
მეორე ხერხი ითვალისწინებს ,, სმარტფონის ხელმისაწვდომობა ანდროიდზე და პულტზე დაყენებული დანართი. მასში ასევე არის რამდენიმე რეჟიმი,, სტანდარტული, თაგვი, სკროლინგი, კლავიატურა. ამ პროგრამის ჩამოტვირთვა შეიძლება ამ ბმულზე SMART IREMOTE
მესამე ხერხი , ეს არის კაბელიანი ან უკაბელო თაგვის, კლავიატურის მიერთება, ან ეგრეთ წოდებული AIR MOUSE. ვფიქრო მიერთება უნდა იყოს უპრობლემო, მაგალითისათვის შეერთებული იყო კომპლექტი LOGITECH MK220, თაგვი და კლავიატურა ამუშავდნენ უპრობლემოდ. ჯოისტიკების და გეიმპადების მიერთება არ გასინჯულა, მაგათი უქონლობის გამო. შეიძლება აღვნიშნოთ კიდევ ერთი მართვის ხერხი- TEAMVIEWER , აყენებთ ტვ ბოქსზე პროგრამის სპეციალურ ვერსიას და ნებისმიერი კომპიუტერიდან , რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან, შეიძლება მართოთ NEXBOX a95X.
ვიდეოსთან მუშაობა
რა საშუალებას უზრუნველყოფს NEXBOX a95X ვიდეოს აღწარმოებას?
1.აღწარმოება გარე შემგროვებლებიდან
NEXBOX a95X აქვს ორი სრული ზომის USB პორტი და სლოტი მიკრო სდ. ბარათისთვის, რა შეიძლება მივაერთოთ? პრინციპში- ყველაფერი! მხარდაჭერა ხდება ფაილების სისტემების FAT32, NTFS და EXFAT, როგორც კითხვაზე, ისევე- ჩაწერაზე.
- სხვადასხვა ონლაინ კინოთეატრები, YOUTUBE, და სხვა სერვისები
ახლა იმდენად ბევრი საიტია, ფილმების დიდი ბაზებით, რომ ჩამოტვირთვა და შენახვა საჭირო არ არის. NEXBOX a95X ფრიადზე უმკლავდება ამ ამოცანას ( რა თქმა უნდა კარგი ინტერნეტით). ვიდეოს ყურება შეიძლება, როგორც ბრაუზერიდან, ასევე დანართების მეშვეობით, აგრეგატორების მაგალითად FSVIDEOBOX და VIDEOMIX
- IPTV და ონლაინ ტელევიზია
თუ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი უზრუნველყოფს მომსახურეობას IPTV პლეილისტის სახით, ამ პროგრამების მეშვეობით IPTV, LAZYIPTV, PERFECTPLAYER ან Kodi შეიძლება ვუყუროთ ტვ არხებს, ან შეიძლება მოვძებნით ისეთი პლეილისტები ინტერნეტის სივრცეში, როგორც უფასოდ, ისე მცირე გადახდით.
რაც შეეხება მხარდაჭერილ ვიდეოს ფორმატებს, ANTUTU VIDEO TEST -მა უჩვენა კარგი შედეგი. მარტო სამი ფორმატით შეიქმნა პრობლემა. NEXBOX A 95X მუშაობს ანდროიდის სისტემაზე და არ არის შეზღუდული ვიდეო პლეერის ფუნქციით. პრინციპში შეიძლება დავაყენოთ ნებისმიერი ანდროიდ აპლიკაცია , ფეისბუკი, სკაიპი, ვაიბერი, და ა. შ. გამოგვივიდა ვებ კამერის მიერთება და ზარის განხორციელება სკაიპში.
.
მაგრამ უნდა ვთქვათ , რომ არ შეიძლება ველოდოთ ამ პატარა ყუთისაგან 1გბ. ოპერატიული მეხსიერებით, სუპერ ჩქარი ქმედებები. თქვენ მოგიწევთ ხშირად მეხსიერების გაწმენდა გაშვებული დანართებისაგან. თუ არ გინდათ შეეგუოთ ინტერფეისების დამუხრუჭებას, გაწმენდის ნიშანი უკვე გამოტანილია მთავარ ეკრანზე.
ქსელური ინტერფეისები.
NEXBOX a95X მხარს უჭერს კაბელთან მიერთებას სიჩქარეზე 10მბიტ. WIFI 2,4 Ghz 802.11n. ჩინური ტვ ბოქსების სუსტი ადგილი ყოველთვის იყო WIFI, მოქმედების რადიუსი, დიდი არ არის. მოცემულ მოდელში შეიძლება ვთქვათ Wi-Fi-ის მუშაობა არც ისე ცუდია. თუ თქვენ გაქვთ დაყენებული როუტერი პირდაპირი მხედველობის ფარგლებში, რამდენიმე მეტრით, ტვ ბოქსიდან , მაშინ კავშირთან პრობლემები არ გექნებათ. ტესტირებამ გვიჩვენა იდენტური ინტერნეტის სიჩქარე , როგორც WIFI- ით, ასე კაბელით ინტერნეტის ტარიფით 20 მბიტ.
შედეგები
მუშაობის პროცესში ტვ ბოქსი საკმარისად ხურდება, და თუ ტვ ბოქსზე 905 პროცესორზე მწარმოებელმა თავი არ შეიწუხა, 905X – ზე დაამატა მეტალის ფირფიტა პროცესორის რადიატორზე. ახლა ტვ ბოქსი ხურდება, მაგრამ არა კრიტიკულად, და მის მუშობაზე გავლენას არ ახდენს.რაღაცა პროგრამების გამოვარდნა ან გადატვირთვა გრძელვადიანი მუშაობის პროცესში, შენიშნული არ არის. ასე, რომ ტვ ბოქსი NEXBOX a95X ამ ფასით, თავის თავს ამართლებს.
მისი გამოყენება შეიძლება დამატებითი მართვის გარეშე. თუ სურვილი გვაქვს- შეიძლება შევცვალოთ ინტერფეისის გარე სახე, მოვაშოროთ არასასურველი სოფტი, გავმართოთ რეკლამის ბლოკირება და ა. შ. ვიდეოსათვის 1გბ საკმარისია, თამაშებისათვის და სხვა რესურს ტევადი პროგრამებისთვის უფრო ჯობია 2გბ მეხსიერებით ვერსიის ყიდვა.
ტვ ბოქსის NEXBOX a95X ვიდეო განხილვა
მოდელი | Nexbox A95X |
ოპერაციული სისტემა: | Android 6.0 |
პროცესორი | Amlogic S905X Quad core Cortex A53 2.0GHz 64bit |
მეხსიერება | 1/8 GB ან 2/8 GB |
აუდიო ვიდეო ფორმატები | H.265 HEVC 4K Ultra HD Hardware Decoding
DAT/MPEG/MPE/MPG/TS/TP/VOBISO/AVI/MP4/MOV/3GP/FLV/ MKV/M2TS/MTS/M4V/WMV/ASF/RM/RMVB |
აუდიო ვიდეო შესაერთებელი | HDMI 2.0 ,3.5 mm AV jack, |
ქსელი | Lan 100M WiFi 802.n
Bluetooth 4.1(მხოლოდ 2Gb ვერსიაში) |
სხვა | 2x USB port ,microSd slot, |
კომპლექტი | ტვ ბოქსი , კვების ბლოკი, HDMI კაბელი, პულტი, ინსტრუქცია |
ვრეგისტრირდებით Aliexpress.com ის ვებ-გვერდზე,თუ თქვენ გაქვთ Facebook ან Google აკაუნტი,მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მათი საშუალებით.
გადავდივართ სასურველი საქონლის ბმულზე და ვირჩევთ სასურველ პარამეტრებს,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Buy Now
თუ არ გაქვთ მითითებული მიღების მისამართი,აუცილებლად მიუთითეთ.თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი მისამართი და მაშინ საქონელი პირდაპირ საქართველოში იქნება გაგზავნილი და თქვენ შეძლებთ მის აღებას საქართველოს ფოსტაში, ყველანაირი გადახდის გარეშე.
თუ თქვენ იყენებთ რაიმე კერძო გადამზიდ კომპანიას,თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი.
თუ გაქვთ კუპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დააჭიროთ ღილაკს Place Order.
შემდგომ თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე.მიუთითეთ თქვენი ბარათის მონაცემები,და არ დაგავიწყდეთ მონიშვნის მოხსნა Save card to Alipay პუნკტზე,თუ არ გსურთ რომ Aliexpress-მა დაიმახსოვროს თქვენი ბარათი.შემდგომ გადაამოწმეთ ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს Pay Now.
თუ თქვენ არ დაუშვით არანაირი შეცდომა,მაშინ თქვენს მიერ არჩეულ საქონელს გამყიდველი გაამზადებს და გამოგიგზავნით ორ სამ დღეში.
როგორც კი თქვენი საქონელი იქნება მიღებული საქართველოს ფოსტით თქვენ მიიღებთ sms ტელეფონზე(აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენს მონაცემებში),შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტის ფილიალში, წარმოადგინოთ დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომ აიღოთ საქონელი.საქონლის ჩამოსვლას უნდება 15-20 დღე გადახდის დღიდან.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში.