როგორ გამოვიწეროთ ალიექსპრესიდან?

მოკლე ვერსია
ვრეგისტრირდებით Aliexpress.com ის ვებ-გვერდზე,თუ თქვენ გაქვთ Facebook ან Google აკაუნტი,მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მათი საშუალებით.
გადავდივართ სასურველი საქონლის ბმულზე და ვირჩევთ სასურველ პარამეტრებს,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Buy Now
თუ არ გაქვთ მითითებული მიღების მისამართი,აუცილებლად მიუთითეთ.თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი მისამართი და მაშინ საქონელი პირდაპირ საქართველოში იქნება გაგზავნილი და თქვენ შეძლებთ მის აღებას საქართველოს  ფოსტაში, ყველანაირი გადახდის გარეშე.

2019 წლიდან დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის. ნებისმიერ გამოწერილ ნივთზე ვიხდით 2 ლარს. ნივთის ზომა წონას არ აქვს მნიშვნელობა.

თუ თქვენ იყენებთ რაიმე კერძო გადამზიდ კომპანიას,თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი.
თუ გაქვთ კუპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დააჭიროთ ღილაკს  Place Order.
შემდგომ თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე.მიუთითეთ თქვენი ბარათის მონაცემები,და არ დაგავიწყდეთ მონიშვნის მოხსნა  Save card to Alipay პუნკტზე,თუ არ გსურთ რომ Aliexpress-მა  დაიმახსოვროს თქვენი ბარათი.შემდგომ გადაამოწმეთ ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს Pay Now.
თუ თქვენ არ დაუშვით არანაირი შეცდომა,მაშინ თქვენს მიერ არჩეულ საქონელს გამყიდველი გაამზადებს და გამოგიგზავნით ორ სამ დღეში.
როგორც კი თქვენი საქონელი იქნება მიღებული საქართველოს ფოსტით თქვენ მიიღებთ sms ტელეფონზე(აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენს მონაცემებში),შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტის ფილიალში, წარმოადგინოთ დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომ აიღოთ საქონელი.საქონლის ჩამოსვლას უნდება  18-25 დღე გადახდის დღიდან.

რა არის Aliexpress.com?

AliExpress– არის უზარმაზარი ონლაინ ბაზარი,სადაც ათიათასობით ჩინელი გამყიდველები ვაჭრობენ.ისინი გთავაზობენ თავიანთ პროდუკციას და შემდგომში თვითონ ზრუნავენ პროდუკტის მიწოდებაზე კლიენტისთვის,ხოლო AliExpress ბიზნეს დირექტორია და თვით მოლარეც ,რომელიც აძლევს საშუალებას, გამყიდველებმა, გაუწიონ ერთმანეთს კონკერენცია და ასევე კლიენტს შეუძლია გახსნას კამათი გამყილდველთან. AliExpress კარგი არის იმით რომ მას აქვს ძალიან დაბალი ფასები და ხშირ შემთხვევაში , უფასო მიწოდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჩინეთის ხარისხი არ არის ისეთი საშიში, როგორც ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა.

როგორ გამოვიწეროთ Aliexpress.com-დან?

პირველი რაც უნდა გააკეთოთ რომ შეიძინოთ AliExpress-ის მაღაზიაში უნდა დარეგისტრირდეთ მაღაზიის ვებ გვერდზე.რეგისტრაციის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ საქონლის შეძენას და გამყიდველებთან მიმოწერას. AliExpress-ის მაღაზია მისასწვდომია ბევრ სხვადასხვა ენაზე ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ინგლისური ენიდან გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ ენაზე.

 

alireg_01
alireg_02

.

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ Aliexpress-ის ვებ გვერდზე საჭიროა, მხოლოდ დავაჭიროთ ღილაკს, მაღლა მარჯვენა მხარეს.დაჭერის შემდეგ გაგეხსნებათ რეგისტრაციის ფორმა,რომელიც უნდა შეავსოთ.აქ საჭიროა ჩაწეროთ თქვენი ნამდვილი მონაცემები და ასევე შეადგინოთ რთული პაროლი რათა თქვენი გვერდი ვერ გატეხონ. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ელ.ფოსტაზე მიიღებთ წერილს სადაც იქნება მოცემული ბმული თქვენი აკაუნტის აკტივაციის შესახებ და თქვენ გახდებით სრულყოფილი Aliexpress-ის კლიენტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – მიწოდების მისამართის მითითება,შესაძლებელია საქონლის ყიდვის დროს,ასევე შეგიძლიათ თქვენი აკაუნტის პარამეტრებშიც მიუთოთ მიწოდების მისამართი.ამისათვის საჭიროა გადავიდეთ თქვენი შეკვეთების მართვაზე My Orders.

და შემდგომ დავაჭიროთ Shipping Address.

alireg_03
alireg_04

შეიყვანეთ შემდეგი მონაცემები :

Contact Name:სახელი გვარი

Country:მიუთითეთ ქვეყანა

Street Address:მიწოდების მისამართი(ლათინური ასოებით)

State/Province :რეგიონი

Zip/Postal code:საფოსტო კოდი (მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ფილიალის კოდი)

Tel/Mobile:მიუთითეთ მობილურის ნომერი

პროდუქტის ძებნა და გამყიდველის შერჩევა

AliExpress-ზე დიდი რაოდენობით საქონელია და ყოველთვის არ არის ადვილი იპოვოთ სასურველი საქონელი.მახაზიის მთავარ გვედზე არის გამოჩენილი სხვადასხვა აქციები არსებობს ასევე პროდუქციის კატალოგი , რომელიც კატეგორიებით არის მოცემული. მაგრამ უფრო სწრაფი და ზუსტი
საქონლის შერჩევისთვის უკეთესია გამოვიყენოთ ძიება.მიზანშეწონილია შეიყვანოთ საძიებო ტერმინი ინგლისურ ენაზე , რადგან საქონლის უფრო
ზუსტი აღწერა ხდება ინგლისურ ენაზე.


შეკვეთა და გადახდა

იმის შემდგომ როდესაც თქვენ აირჩიეთ სასურველი საქონელი თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ შეკვეთის გაფორმებაზე


მიუთითეთ საჭირო პარამეტრები,რაოდენობა,ქვეყანა და ა.შ. შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Buy Now თუ თქვენ არ გსურთ საქონლის იმავე წუთას შეძენა შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Add to Cart ანუ დაამატოთ სასურველი საქონელი კალათში.


თუ თქვენ გქონდათ მანამდე მითითებული მიწოდების მისამართი მაშინ სისტემა შემოგთავაზებთ დარწმუნდეთ თქვენს მიერ მითითებულ მონაცემების სისწორეზე.ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მიწოდების მისამართი, და ასევე დატოვოთ სასურველი კომენტარი საქონლისათვის.იმისათვის რომ გადახვიდეთ გადახდაზე დააჭირეთ Place Order.თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ Visa, MasterCard და მაესტროს ბარათებით, ან სხვა გადასახდელი საშუალებებით (WebMoney, Qiwi ა.შ)

გაითვალისწინეთ, რომ სისტემა დაუყოვნებლივ ამუშავებს გადახდის ყველა პროცედურას. საერთოდ, ეს ყველაფერი ხდება სწრაფად, მაგრამ გადამოწმებას შეიძლება დასჭირდეს 24 საათი. ამ დროის განმავლობაში საქონელი ითვლება გადაუხდელი და გამყიდველი არ გაგზავნის საქონელს ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ფული ანგარიშიდან ეკვე მოხსნილია. არ ინერვიულოთ, როგორც კი AliExpress დარწმუნდება,რომ გადასახადი შესრულდა წარმატებით,გამყიდველი მიიღებს წერილს გადახდის შესახებ და ის დაიწყებს საქონლის გამზადებას გაგზავნისათვის.ხოლო თქვენი ფული მაღაზიაში მხოლოდ მაშინ მოხვდება როდესაც თქვენ მიიღებთ საქონელს და დარწმუნდებით მის დაუზიანებლობაში.ამ დროის განმავლობაში თქვენი ფული იქნება გაჩერებული სისტემაში და თუ რამე არ წავა ისე როგორც საჭიროა თქვენ შეძლებთ ფულის უკან დაბრუნებას.

საქონლის მდებარეობის ნახვა და მისი მიღება

ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ უკვე გააკეთეთ. შეიძინეთ საქონელი და ახლა უნდა ველოდოთ მის ჩამოსვლას.პირველ რიგში ველოდებით საქონლის დამუშავებას გამყიდველის მიერ. ანუ ის მას შეფუთავს და გამოგიგზავნით . ამის შემდგომ თქვენ მმიიღებთ შეტყობინებას, რომ საქონელი შეფუთულია და გამოგზავნილი. როგორც წესი, მაშინაც კი, როდესაც საქონელი იგზავნება ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავლის ენიჭება ტრეკინგ კოდი ნომერი იმისათვის რომ გავიგოთ საქონლის მდებარეობა . ამ ნომრის საშუალებით შესაძლებელია გავიგოთ საქონლის მდებარეობა.საქონლის ადგილმდებარეობის გაგება ასევე შესაძლებელია Aliexpress-ის ვებ გვერდზე ასევე სვადასვა სერვერებზეც როგორიცაა მაგ: gpost.ge,17track.net. საქონლის ჩამოსვლას დასჭირდება 2-3 კვირა ყველაზე მაქსიმუმი კი 2 თვე.

alireg_08
alireg_07

შეკვეთის შემთხვევაში, გამყიდველს აქვს მითითებული მიწოდების დრო, როგორც წესი, ეს არის 30-დან 60 დღის განმავლობაში. საიტის ვებ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შეკვეთის სტატუსი ,ანუ შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენი დღე დარჩა მყიდველის დაცვის ვადის ამოწურვამდე .

თუ თქვენ მიიღოთ თქვენი შეკვეთილი საქონელი მითითებულ დროში და არა გაქვთ პრეტენზიები საქონელთან და გამყიდველთან,მაშინ შეგიძლიათ დააჭიროთ Confirm Goods Received რის შემდგომ ფული გადავა გამყიდველთან.
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების დრო უახლოვდება ამოწურვას და თქვენ არ მიიღეთ შეკვეთილი საქონელი ან მიიღეთ ბრაკი,(სჯობია გააკეთოთ ეს ვადის ამოწურვამდე 4-5 დღით ადრე).მაშინ უნდა გახსნათ დავა ანუ უნდა დააჭიროთ Open Dispute ღილაკს.

მომხმარებლის დაცვა და სადავო სიტუაციები

ერთი უპირატესობა AliExpress პლატფორმაზე არის კლიენტის დაცვა.სანამ თქვენ არ მიიღებთ საქონელს ფულიარ გადაირიცხება გამყიდველთან ანუ თქვენი ფული გაიყინება სისტემაში მანამ სანამ არ ამოიწურება გამყიდველის მიერ საქონლის მიღების თარიღი ან მანამ სანამ თქვენ არ დაადასტურებთ საქონლის მიღებას

გაგრძელება იქნება…